დღეს დავასრულეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიო. გამოვიყენეთ სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი. დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა და წარმოვადგინეთ პორტფოლიოები.
პროექტებით სწავლება
воскресенье, 11 ноября 2018 г.
суббота, 10 ноября 2018 г.
მერვე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ მეშვიდე მოდული- ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. ამ მოდულში ვიმსჯელეთ, თუ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას. განვიხილეთ კითხვების დასმა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისათვის. ამ მოდულის ფარგლებში გავაკეთეთ ფასილიტაციის პრეზენტაცია
воскресенье, 4 ноября 2018 г.
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება. გავაკეთეთ ჰ. გარდნერის ,, მრავალმხრივი ინტელექტის" პრეზენტაცია პოვერპოინტზე და განვიხილეთ. ვისაუბრეთ მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებებზე.
суббота, 3 ноября 2018 г.
მეექვსე დღის რეფლექსია
მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტციები გავუზიარეთ ერთმანეთს და გავუკეთეთ 321 სტრატეგიის შეფასება. ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე. განვიხილეთ მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში, გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია, შეფასების დაგეგმვის ცხრილი, შეფასების გეგმის ჩეკლისტი, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება.
понедельник, 29 октября 2018 г.
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ მესამე და მეოთხე მოდულზე. ვისწავლეთ პრეზენტაციის გაზიარება ელექტრონული ფოსტის საშუალებით და გავაკეთეთ შესაბამისი კომენტარები, ინტერნეტის გამოყენება სკოლასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში კვლევისათვის, ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსის გამოყენება. მოვახდინეთ ინტერნეტ საკომუნიკაციო რესურსების შედარება. გავაკეთეთ საავტორო უფლებების ტესტი: საავტორო უფლებების ქაოსი, აქტივობები მოსწავლეთა დასაჯგუფებლად. მეოთხე მოდულში ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვაზე. განვიხილეთ პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტი, სასწავლო მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტის შერჩევა. გავაკეთეთ მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაცია.
воскресенье, 21 октября 2018 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელ დღეს გავეცანით სწავლების სტრატეგიებს.
განვიხილეთ პროექტის შეფასების დროის ჩარჩო., სხვადასხვა სასწავლო პროექტების მიხედვით და შევქმენით საკუთარი სასწავლო პროექტისთვის. დავწერეთ პროექტის შეფასების შეჯამებაც.
დავწერეთ პროექტის განმავლობისას მოსწავლეების მიერ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისა და პროექტთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი შეკითხვების გაცნობიერების შესამოწმებლად გამოსაყენებელი კითხვები, ასევე თემატური და შინაარსობრივი კითხვები .
გავეცანით პრეზენტაციებს სხვადასხვა სასწავლო პროექტების და შევქმენით საკუთარი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია პოვერპოინტში.

суббота, 20 октября 2018 г.
მასამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით , რომ ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე, სტანდარტებზე, სასწავლო მიზნების შემუშავებაზე და მიმართულების მიმცემი კითხვების შექმნაზე.
Подписаться на:
Сообщения (Atom)